2022 წლის 2 მარტს ააიპ „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ და კომპანია „ორკინი საქართველო“ (www.orkinglobal.com) მართავს ერთობლივ ონლაინ კონფერენციას, თემაზე მავნებლების პრევენცია და კონტროლი(დერატიზაცია-დეზინსექცია). ღონისძიების თანასპონსორია კომპანია „კავკასიის ეკოსისტემა“ (www.cesystem.ge).

ვებინარი დაეთმობა მავნებლის პრევენციისა და კონტროლის პროგრამას (დერატიზაცია-დეზინსექცია) ფარმაცევტული სფეროსთვის, კერძოდ GMP, GHP, GDP სტანდარტებზე და სხვა მიღებულ პრინციპებზე მორგებულ პროგრამას.

ვებინარს წაიყვანს კომპანია „ორკინი საქართველო“-ს მფლობელი და გენერალური მენეჯერი, დარგის ლიცენზირებული სპეციალისტი, ზვიად თვარაძე.

ვებინარი განკუთვნილია ფარმაცევტიკის დარგის კომპანიების წარმომადგენლებისვის, მათ შორის:

  • კომპანიის მფლობელი / მმართველი
  • გენერალური მენეჯერი
  • საცალო მაღაზიის(აფთიაქი), სასაწყობო მეურნეობის და საწარმოს მენეჯერი
  • ჰიგიენა-სანიტარიაზე და ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელი პირები
  • აუდიტორი, კონსულტატი

დაწყების თარიღი და დრო: 2 მარტი, 20:00 სთ

ხანგრძლივობა: 1 საათი (ვებინარის ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმი)

ვებინარი წარიმართება Zoom-ის მეშვეობით.

დასასწრებად მიჰყევით ბმულს:

https://us02web.zoom.us/j/86016584489

ქართული