„საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ წარმოადგენს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს.
დღევანდელი მდგომარეობით ასოციაცია აერთიანებს 20- მდე იურიდიულ და 2000- მდე ფიზიკურ პირს.
ასოციაციის მიზნებია :
  • წევრთა უფლებების, პროფესიული თავისუფლებისა და ინტერესების დაცვა;
  • ეროვნული ფარმაცევტული მრეწველობის განვთარების ხელშეწყობა;
  • სამკურნალო მცენარეთა დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
  • ფარმაციის დარგის რეფორმებისთვის და წამლის პოლიტიკის სფეროში რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
  • სახელმწიფო სტრუქტურებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
  • საქართველოს ფარმაციის ისტორიის კვლევა;
  • ფარმაცევტული განათლების და სპეციალისტთა დიპლომის შემდგომი სწავლების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • კონგრესების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ჩატარება;
  • საქველმოქმედო საქმიანობა, ჰუმანიტარული დახმარების განხორციელება;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფარმაცევტის პროფესიის მნიშვნელობაზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში;
  • მოსახლეობის ინტერესების დაცვა ხარისხიანი, ეფექტური და ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებებით უზრულველყოფის გზით;
  • ფარმაცევტთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა.
ქართული