კომპანიაში გამოცხადებულია შემდეგი ვაკანსიები:

1. ფარმაცევტი უმაღლესი განათლებით 2. ფარმაცევტი ტექნიკური განათლებით.

აუცილებელი მოთხოვნები:

• საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);

 • კომუნიკაციის უნარი (წერილობითი, ზეპირი);

 • კრიტიკული/ანალიტიკური/ლოგიკური აზროვნების უნარი;

• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

• გუნდური მუშაობის უნარი;

• სამუშაოს დაგეგმვის, დროულად შესრულების უნარი;

• პუნქტუალობა, დროის ეფექტურად გამოყენება, აკურატულობა.

სასურველია:

• კანდიდატი ასაკით იყოს არაუმეტეს 40 წლისა;

• უცხო ენის ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: მოძრავი, არაუმეტეს კვირაში 48 საათი.

ანაზღაურება: არა უმცირეს 700 ლარი (ხელზე) თვეში – ეს ეხება როგორც უმაღლესი, ასევე არა უმაღლესი განათლების მქონე ფარმაცევტს. ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და დამსახურების მიხედვით.

პირველი თვე იქნება გამოსაცდელი და ანაზღაურდება 700 ლარით. გამოსაცდელი პერიოდისა და შტატში დამტკიცების შემდეგ ხელფასი განესაზღვრება ზემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:

hr@pharmassociation.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

ქართული