GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატების მაძიებელთა საყურადღებოდ!

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N 01-23/ნ ბრძანებით, დამტკიცდა, საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის, ასევე, GMP და GDP სერტიფიკატების გაცემის წესები, რითაც, განისაზღვრება სერტიფიკატების გაცემისთვის სავალდებულო პროცედურები და მათთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დანართებით გათვალისწინებული აქტების მიღების პროცედურების დასრულების შემდეგ, ფარმაცევტული წარმოების GMP სტანდარტთან, ან საბითუმო რეალიზატორების GDP სტანდარტთან შესაბამისობის დადგენისა და დადასტურების შემთხვევაში, სერტიფიკატების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული – სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

ბრძანება №01-23/ნ ➡️ იხ.ლინკი https://bit.ly/2Q1YQ8a

ბრძანების დანართი ➡️იხ.ლინკი https://bit.ly/2xn9Jee

ქართული