მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალს”-ი აცხადებს ვაკანსიას მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრში ექიმის ასისტენტის თანამდებობაზე ქალბატონ მაკა იოსელიანთან.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. #12

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება რევმატოლოგიის რეზიდენტი ან/და ამ მიმართულებით დაინტერესებული პირი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური.

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტების მიღება, ელექტრონულ ბაზაში ასახვა;
** პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
** ექიმის ასისტირება.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 30.05.2021-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!

 

“საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია” გისურვებთ წარმატებას!

ქართული