შპს სამედიცინო ცენტრი “ციტო” აცხადებს ვაკანსიას მიმღებ განყოფილებაში ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება და რეგისტრაცია;
** გამოსაკვლევი მასალის მიღება;
** პაციენტებსა და ექიმებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ლაბორატორიული კვლევის შედეგების გაცემა;
** ბინაზე მომსახურების სერვისის შემთხვევაში, მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება;
** ხარისხის მართვის პროცესებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** განათლება: უმაღლესი (სასურველია სამედიცინო განათლება);
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველი გამოცდილება: 1 წელი მსგავს პოზიციაზე;
** ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
** კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ქართული