ტრენინგი

GDP სატრანსპორტო ოპერაციებისთვის

ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხი და მთლიანობა შენარჩუნებული უნდა იყოს სადისტრიბუციო ჯაჭვისთითოეულ რგოლში, წარმოების ადგილიდან საცალო რეალიზატორამდე. სწორედ, აღნიშნულს ემსახურება კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტი, რომელიც წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფისსისტემის მნიშვნელოვან ნაწილს და განსაზღვრავს მოთხოვნებს სამკურნალო საშუალებების შენახვისა დატრანსპორტირების მიმართ.

დღეს, ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება ხშირად გარეკონტრაქტირებულია ლოჯისტიკური მომსახურების მომწოდებლებზე, რომლებიც არ საჭიროებენ ნებართვა/შეტყობინებას ფარმაცევტული პროდუქტის დისტრიბუციაზე, თუმცა ვალდებულნი არიან დაიცვან საქმიანობასთან დაკავშირებული GDP-ის მოთხოვნები. შესაბამისად, მოცემული ტრენინგის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ფარმაცევტული პროდუქტის სატრანსპორტო ოპერაციებში ჩართულ პირებს GDP სტანდარტის მოთხოვნების გაცნობიერებისა და ხარისხის სისტემაში ინტეგრირების პროცესში.

მსმენელები შეძლებენ:

  • ევროკომისიის კარგი სადისტრუბუციო პრაქტიკის სტანდარტის, ხარისხის მართვის სისტემის და ხარისხის რისკის მართვის ძირითადი პრინციპების გათვითცნობიერებას
  • მიწოდების ჯაჭვში ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის და მთლიანობის შენარჩუნების საფუძვლების გააზრებას
  • ლოჯისტიკური მომსახურების მიმწოდებლების აქტივობებში შესაბამისი GDP მოთხოვნების ინტეგრირების გაცნობიერებას
  • გარეკონტრაქტირებული აქტივობების მართვის ძირითადი პრინციპების გათვითცნობიერებას

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ფარმაცევტული სფეროს რეგულაცია საქართველოში – ძირითადი მოთხოვნები
  • ფარმაცევტული პროდუქტის სტაბილურობა, ფარმაცევტული პროდუქტის შენახვის პირობები
  • GDP სტანდარტი: ამოცანები და ძირითადი პრინციპები
  • მიწოდების ჯაჭვი – ლოჯისტიკური მომსახურების მიმწოდებლები
  • ხარისხის მართვის სისტემა
  • დოკუმენტაცია და მონაცემთა მთლიანობა, ALCOA+
  • გადახრების მართვა, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები (CAPA) და ცვლილებების კონტროლი
  • ხარისხის რისკის მართვა (ჰარმონიზაციის საერთაშორისო საბჭო ICH Q9)
  • ხარისხის რისკის მართვა ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირებისას
  • სატრანსპორტო საშუალება – მობილური საწყობი
  • კვალიფიკაცია – აქტიური და პასიური სისტემები
  • გარეკონტრაქტირებული აქტივობების მართვა:
  • აუდიტი
  • ხარისხის ხელშკრულება
  • აქტივობების მონიტორინგი და პერიოდული გადახედვა.

ტრენინგი განკუთვნილია:

ლოჯისტიკური მომსახურების მიმწოდებელი პირებისა და ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირებით დაკავებული სხვა პირებისთვის, ასევე გარეკონტრაქტირებული ტრასნპორტირების მქონე GDP სერტიფიკატის მფლობელი კომპანიებისთვის. 

ტრენინგზე დასწრების წინაპირობა:

ტრენინგზე დასწრებას წინაპირობა არ აქვს.

სწავლების მეთოდები:

  • ინტერაქტიული ლექციები, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსიები, ქეისების განხილვა. 

შეფასების კრიტერიუმები:

  • სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა წერითი გამოცდის ჩაბარება.
  • წერითი გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათი.  

ტრენინგის გრაფიკი:

  • სასწავლო – 10 საკონტაქტო საათი
  • გამოცდა – 1 საათი (წერითი).

გადახდის პირობები:

ტრენინგის ღირებულება 1500 ლარი, თითოეული დამსწრე პირისთვის.

გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით.

ბანკის დასახელება: სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი“.

ბანკის კოდი BAGAGE22

მიმღების დასახელება: აიპ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია

ანგარიშის ნომერი: GE23BG0000000575135900

ტრენინგზე რეგისტრაცია:

ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად გადადით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/es4R4rhAcuPT3hwf6

დამატებითი ინფორმაცია:

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ. ფოსტა: pharmassociationge@gmail.com

მობ.: +995 511 559 719

ქართული