ტრენინგი

RP (პასუხისმგებელი პირი) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა)

ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) თანახმად, საბითუმო რეალიზატორმა უნდა დანიშნოს პასუხისმგებელი პირი (RP), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ კვალიფიკაციას და პირობებს. პასუხისმგებელი პირი იმგვარად უნდა ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რომ უზრუნველყოფილი იქნას საბითუმო რეალიზატორის კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

ტრენინგზე მსმენელები შეძლებენ გაეცნონ და გაათვითცნობიერონ შემდეგი საკითხები:

  • სანებართვო/ტექნიკური პირობები და GDP სახელძღვანელო
  • GDP და ადგილობრივი კანონმდებლობის სპეციფიური მოთხოვნები
  • საბროკერო საქმიანობის განმახორციელებელი პირის თავისებურებები
  • RP-ის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები
  • ხარისხის მართვის სისტემის ელემენტები, მათ შორის:
  • მომწოდებლების და მომხმარებლების კვალიფიკაცია
  • იმპორტი
  • ტრანსპორტირება
  • ხარისხის ხელშეკრულებები
  • გარეკონტრაქტირებული აქტივობები

ტრენინგი განკუთვნილია:

პასუხისმგებელი პირებისთვის (Responsible Persons), ხარისხის მენეჯერებისთვის და ძირითად პოზიციებზე მყოფი სხვა პირებისთვის, აგრეთვე აუდიტში ჩართული ან/და აუდიტით დაინტერესებული პირებისთვის

ტრენინგზე დასწრების წინაპირობა:

მსურველი უნდა ფლობდეს ცოდნას GDP სახელმძღვანელოს მოთხოვნების მიმართებით

სწავლების მეთოდები:

  • ინტერაქტიული ლექციები, დისკუსიები, ქეისების განხილვა.

შეფასების კრიტერიუმები:

  • სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა წერითი გამოცდის ჩაბარება.
  • გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათი.

ტრენინგის გრაფიკი:

სწავლების ხანგრძლივობა: 4 დღე, 12  საკონტაქტო საათი.

  • სასწავლო – 12 საკონტაქტო საათი
  • გამოცდა – 1 საათი (წერითი)

გადახდის პირობები:

ტრენინგის ღირებულებაა 650 ლარი, თითოეული დამსწრე პირისთვის.

გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით.

ბანკის დასახელება: სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი“.

ბანკის კოდი BAGAGE22

მიმღების დასახელება: აიპ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია

ანგარიშის ნომერი: GE23BG0000000575135900

ტრენინგზე რეგისტრაცია:

ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად გადადით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/es4R4rhAcuPT3hwf6

დამატებითი ინფორმაცია:

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ. ფოსტა: pharmassociationge@gmail.com

მობ.: +995 511 559 719

ქართული