ტრენინგი

GDP ხელმძღვანელი პირებისთვის

ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზატორში ხარისხის სისტემის დანერგვას მართავს კომპანიის ხელმძღვანელობა, რაც მოიცავს გაუმჯობესების შესაძლებლობების იდინტიფიცირებისთვის, პერსონალის მხრიდან უკუკავშირის ხელშეწყობას და რეგულარულად, წინასწარ დადგენილ ვადებში ხარისხის სისტემის ეფექტურობის შეფასებას.

ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) თანახმად, ხარისხის სისტემა წარმოადგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას, მოითხოვს მათი მხრიდან მართვას და აქტიურ ჩართულობას.

მსმენელები შეძლებენ გაეცნონ და გაათვითცნობიერონ შემდეგი საკითხები:

  • GDP-ის მნიშვნელობა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში
  • ხარისხის პოლიტიკა
  • ხარისხის სახელმძღვანელო
  • მმართველობითი მიმოხილვა
  • GDP-ის სახელმძღვანელოს და საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნები
  • ხელმძღვანელი პირების და RP (პასუხისმგებელი პირის) პასუხისმგებლობები

ტრენინგი განკუთვნილია:

ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციაში ჩართული კომპანიების ხელმძღვანელი პირებისთვის

ტრენინგზე დასწრების წინაპირობა:

ტრენინგზე დასწრებას წინაპირობა არ აქვს

სწავლების მეთოდები:

  • ინტერაქტიული ლექცია, დისკუსია.

შეფასების კრიტერიუმები:

  • გაიცემა დასწრების სერტიფიკატი

სასწავლო პროგრამის გრაფიკი:

სწავლების ხანგრძლივობა: 1 დღე, 3  საკონტაქტო საათი.

გადახდის პირობები:

ტრენინგის ღირებულებაა 650 ლარი, თითოეული დამსწრე პირისთვის.

ბანკის დასახელება: სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი“.

ბანკის კოდი BAGAGE22

მიმღების დასახელება: აიპ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია

ანგარიშის ნომერი: GE23BG0000000575135900

ტრენინგზე რეგისტრაცია:

ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად გადადით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/es4R4rhAcuPT3hwf6

დამატებითი ინფორმაცია:

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ. ფოსტა: pharmassociationge@gmail.com

მობ.: +995 511 559 719

ქართული