ტრენინგი
GDP – ხარისხის რისკის მართვა
ხარისხის რისკის მართვის (QRM) პრინციპები მოითხოვს პაციენტის უსაფრთხოებისა და პროდუქტის ხარისხის რისკის შეფასებას მეცნიერული ცოდნის, მონაცემებისა და გამოცდილების საფუძველზე.
კურსი მოიცავს ფარმაცევტული პროდუქტის დისტრიბუციისას რისკების შეფასებისა და შემცირების საფუძვლებს და ითვალისწინებს 2023 წელს განახლებული ICH Q9(R1) გაიდლაინის უახლეს მოთხოვნებს.
მსმენელები შეძლებენ:
ხარისხის სისტემაში რისკის მართვის პრინციპების ინტეგრირებას
სადისტრიბუციო ოპერაციებისას ხარისხის რისკის მართვის პრინციპების გათვითცნობიერებას
ხარისხის რისკის მართვის ინსტრუმენტების შერჩევას
რისკსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას
ხარისხის რისკის მართვის პრაქტიკაში დანერგვას
ICH Q9 სახელმძღვანელოს ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენებას
საერთაშორისო პრაქტიკაში რეგულატორული მოლოდინების გააზრებას
ტრენინგი განკუთვნილია:
ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზატორის პასუხისმგებელი პირებისთვის (RP), ხარისხის მენეჯერებისთვის და ძირითად პოზიციაზე მყოფი სხვა პირებისთვის
ტრენინგზე დასწრების წინაპირობა:
მსურველი უნდა ფლობდეს ცოდნას GDP სახელმძღვანელოს მოთხოვნების მიმართებით
სწავლების მეთოდები:
- ინტერაქტიული ლექციები, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსიები, ქეისების განხილვა.
შეფასების კრიტერიუმები:
- სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა წერითი გამოცდის ჩაბარება.
- წერითი გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათი.
- წერითი ტესტის ტიპები: დახურული ტიპის ტესტები; განმარტება, სიტუაციური ამოცანა.
სასწავლო პროგრამის გრაფიკი:
- სასწავლო – 10 საკონტაქტო საათი
- გამოცდა – 1 საათი
გადახდის პირობები:
ტრენინგის ღირებულება 850 ლარი, თითოეული დამსწრე პირისთვის.
გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით.
ბანკის დასახელება: სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი“.
ბანკის კოდი BAGAGE22
მიმღების დასახელება: აიპ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია
ანგარიშის ნომერი: GE23BG0000000575135900
ტრენინგზე რეგისტრაცია:
ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად გადადით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/es4R4rhAcuPT3hwf6
დამატებითი ინფორმაცია:
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ. ფოსტა: pharmassociationge@gmail.com
მობ.: +995 511 559 719
