ტრენინგი
GDP აუდიტი
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) თანახმად უნდა არსებობდეს ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები სადისტრიბუციო ჯაჭვში ჩართული ყველა პარტნიორისა და გარეკონტრაქტორისთვის.
მსმენელები შეძლებენ გაეცნონ და გაათვითცნობიერონ შემდეგი საკითხები:
- GDP ზოგადი პრინციპების მიმოხილვა
- აუდიტის ტიპები და მათი ჩატარების მიზეზები
- აუდიტის პრინციპები
- აუდიტორის ზოგადი და სპეციფიური უნარები
- აუდიტის პოლიტიკა და პროგრამა
- აუდიტის დაგეგმვა და მომზადება აუდიტისთვის
- აუდიტის ჩატარების ეტაპები
- აუდიტის ტექნიკა
- დარღვევა-ნაკლოვანებების იდენტიფიცირება
- შეუსაბამობების რეფერირება და კლასიფიცირება
- აუდიტის ანგარიში
- აუდიტის შემდგომი ღონისძიებები
ტრენინგი განკუთვნილია:
- პასუხისმგებელი პირებისთვის (Responsible Persons), ხარისხის მენეჯერებისთვის და აუდიტში ჩართული ან/და აუდიტით დაინტერესებული სხვა პირებისთვის
ტრენინგზე დასწრების წინაპირობა:
- მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს სწავლება GDP სახელმძღვანელოს მოთხოვნების მიმართებით
სწავლების მეთოდები:
- ინტერაქტიული ლექციები, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსიები, ქეისების განხილვა, შესაბამისილიტერატურიდან რეფერირება, მოდელირება.
შეფასების კრიტერიუმები:
- სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გამოცდის ჩაბარება.
- გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი (წერითი და პრაქტიკული ნაწილი).
ტრენინგის გრაფიკი:
- სასწავლო – 10 საკონტაქტო საათი
- გამოცდა – 2 საათი (წერითი და პრაქტიკული ნაწილი)
გადახდის პირობები:
ტრენინგის ღირებულება 1200 ლარი, თითოეული დამსწრე პირისთვის.
გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით.
ბანკის დასახელება: სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი“.
ბანკის კოდი BAGAGE22
მიმღების დასახელება: აიპ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია
ანგარიშის ნომერი: GE23BG0000000575135900
ტრენინგზე რეგისტრაცია:
ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად გადადით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/es4R4rhAcuPT3hwf6
დამატებითი ინფორმაცია:
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ. ფოსტა: pharmassociationge@gmail.com
მობ.: +995 511 559 719
