ტრენინგი
GDP – გადახრების მართვა და CAPA
ააიპ „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ აცხადებს მიღებას ტრენინგზე –
GDP – გადახრების მართვა და CAPA
გადახრების მართვა და მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები (CAPA) წარმოადგენს ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზატორის ხარისხის სისტემის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს.
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) თანახმად, უნდა ხორციელდებოდეს დამტკიცებული პროცედურებიდან გადახრების დოკუმენტირება და შესწავლა და პროცედურებიდან გადახრების კორექციისა და პრევენციისთვის, რისკის მართვის პრინციპების გათვალისწინებით, გამოიყენებული იქნას შესაბამისი მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები (CAPA).
მსმენელები შეძლებენ:
ახლებურად შეაფასონ საკუთარი გადახრების მართვის და CAPA-ს სისტემა
გაათვიცნობიერონ რას წარმოადგენს გადახრების მართვის და დოკუმენტირების კარგი სისტემა
გაეცნონ, რისკის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ინცინდენტების მართვის პრინციპებს
გააანალიზონ CAPA-ს მართვის ეტაპები
შესარულონ პრაქტიკული სამუშაოები
ტრენინგი განკუთვნილია:
ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზატორის პასუხისმგებელი პირებისთვის (RP), ხარისხის მენეჯერებისთვის და ძირითად პოზიციაზე მყოფი სხვა პირებისთვის
ტრენინგზე დასწრების წინაპირობა:
მსურველი უნდა ფლობდეს ცოდნას GDP სახელმძღვანელოს მოთხოვნების მიმართებით
სწავლების მეთოდები:
- ინტერაქტიული ლექციები, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსიები, ქეისების განხილვა.
შეფასების კრიტერიუმები:
- სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა პრეზენტაციის წარდგენა
სასწავლო პროგრამის გრაფიკი:
სწავლების ხანგრძლივობა: 2 დღე, 6 საკონტაქტო საათი.
სასწავლო საათები: 17:00 საათიდან 20:00 საათამდე.
გადახდის პირობები:
ტრენინგის ღირებულებაა 650 ლარი, თითოეული დამსწრე პირისთვის.
კორპორატიული მსმენელებისთვის (ერთი კომპანიიდან 3 და მეტი მსმენელი) ტრენინგის ღირებულებამსმენელზე შეადგენს 480 ლარს
„საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის“ წევრებისთვის ტრენინგის ღირებულება მსმენელზე შეადგენს 350 ლარს.
გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით, ტრენინგზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად.
ტრენინგზე რეგისტრაცია:
ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, კომპანიის დასახელება, ტელეფონის ნომერი, ტრენინგის დასახელება) შემდეგ ელ.ფოსტაზე: pharmassociationge@gmail.com