ტრენინგი
GDP ხელმძღვანელი პირებისთვის
ააიპ „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ აცხადებს მიღებას ტრენინგზე –
კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა (GDP) ხელმძღვანელი პირებისთვის
ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზატორში ხარისხის სისტემის დანერგვას მართავს კომპანიის ხელმძღვანელობა, რაც მოიცავს გაუმჯობესების შესაძლებლობების იდინტიფიცირებისთვის, პერსონალის მხრიდან უკუკავშირის ხელშეწყობას და რეგულარულად, წინასწარ დადგენილ ვადებში ხარისხის სისტემის ეფექტურობის შეფასებას.
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) თანახმად, ხარისხის სისტემა წარმოადგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას, მოითხოვს მათი მხრიდან მართვას და აქტიურ ჩართულობას.
მსმენელები შეძლებენ გაეცნონ და გაათვითცნობიერონ შემდეგი საკითხები:
GDP-ის მნიშვნელობა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში
GDP-ის სახელმძღვანელოს და საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნები
ხელმძღვანელი პირების და RP (პასუხისმგებელი პირის) პასუხისმგებლობები
ტრენინგი განკუთვნილია:
ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციაში ჩართული კომპანიების ხელმძღვანელი პირებისთვის
ტრენინგზე დასწრების წინაპირობა:
ტრენინგზე დასწრებას წინაპირობა არ აქვს
სწავლების მეთოდები:
- ინტერაქტიული ლექცია, დისკუსია.
შეფასების კრიტერიუმები:
- გაიცემა დასწრების სერტიფიკატი
სასწავლო პროგრამის გრაფიკი:
სწავლების ხანგრძლივობა: 1 დღე, 3 საკონტაქტო საათი.
სასწავლო საათები: 17:00 საათიდან 20:00 საათამდე.
გადახდის პირობები:
ტრენინგის ღირებულებაა 650 ლარი, თითოეული დამსწრე პირისთვის.
„საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის“ წევრებისთვის ტრენინგის ღირებულება მსმენელზე შეადგენს 350 ლარს.
გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით, ტრენინგზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად.
ტრენინგზე რეგისტრაცია:
ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, კომპანიის დასახელება, ტელეფონის ნომერი, ტრენინგის დასახელება) შემდეგ ელ.ფოსტაზე: pharmassociationge@gmail.com