ტრენინგი

 GDP აუდიტი

ააიპ „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ აცხადებს მიღებას ტრენინგზე –

კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) აუდიტი

ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) თანახმად, უნდა არსებობდეს ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები სადისტრიბუციო ჯაჭვში ყველა პარტნიორისა და სერვისის მომწოდებლისთვის (როგორიცაა მწარმოებლები, საბითუმო რეალიზატორები, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებისა და სერვისის მომწოდებლები).

მსმენელები შეძლებენ გაეცნონ და გაათვითცნობიერონ შემდეგი საკითხები:

აუდიტის პრინციპები

აუდიტის ტიპები და მათი ჩატარების მიზეზები

აუდიტის დაგეგმვა და მომზადება აუდიტისთვის

აუდიტის ჩატარების ეტაპები

აუდიტის ტექნიკა

დარღვევა-ნაკლოვანებების იდენტიფიცირება

შეუსაბამობების რეფერირება და კლასიფიცირება

აუდიტის ანგარიში

აუდიტის შემდგომი ღონისძიებები

კურსი განკუთვნილია:

პასუხისმგებელი პირებისთვის (Responsible Persons), ხარისხის მენეჯერებისთვის და აუდიტში ჩართული ან/და აუდიტით დაინტერესებული სხვა პირებისთვის

სასწავლო კურსზე დასწრების წინაპირობა:

მსურველი უნდა ფლობდეს ცოდნას GDP სახელმძღვანელოს მოთხოვნების მიმართებით

სწავლების მეთოდები:

  • ინტერაქტიული ლექციები, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსიები, ქეისების განხილვა, შესაბამისილიტერატურიდან რეფერირება, მოდელირება.

 

შეფასების კრიტერიუმები:

  • სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა წერითი გამოცდის ჩაბარება.
  • წერითი ტესტის ტიპები: ღია, დახურული ტიპის ტესტები და ჭეშმარიტია/მცდარია ტიპის ტესტები; გამოტოვებული ადგილების შევსება; განმარტება; მოდელირება.

სასწავლო პროგრამის გრაფიკი:

სწავლების ხანგრძლივობა: 4 დღე, 12  საკონტაქტო საათი, მათ შორის წერითი გამოცდა 2 საათი

სასწავლო საათები: 17:00 საათიდან 20:00 საათამდე.

გადახდის პირობები:

ტრენინგის ღირებულებაა 1200 ლარი, თითოეული დამსწრე პირისთვის.

კორპორატიული მსმენელებისთვის (ერთი კომპანიიდან 3 და მეტი მსმენელი) ტრენინგის ღირებულებამსმენელზე შეადგენს 900 ლარს.

„საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის“ წევრებისთვის ტრენინგის ღირებულება მსმენელზე შეადგენს 650 ლარს.

გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით, ტრენინგზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად.

ტრენინგზე რეგისტრაცია:

ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, კომპანია, ტელეფონის ნომერი, ტრენინგის დასახელება) შემდეგ ელ.ფოსტაზე:  pharmassociationge@gmail.com

 

ქართული