საქართველოს მთავრობის
დადგენილება №376
2022 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი

„ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                                                  

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,
26/04/2017, 470200000.10.003.019915) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. 1.1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა სტომატოლოგიური მასალისა და სადიაგნოსტიკო
საშუალებისა) საბითუმო რეალიზატორი ვალდებულია, დააკმაყოფილოს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ აღიარებული/დამტკიცებული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტი, 2022 წლის 1 იანვრიდან, ამავე დადგენილების შესაბამისად.“.
2. 1. 3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.3. 2022 წლის 1 იანვრამდე სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტოში წარდგენილ საბითუმო რეალიზაციის შეტყობინებას დაქვემდებარებული საქმიანობა (გარდა სტომატოლოგიური მასალისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების საბითუმო რეალიზაციისა), GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე, ექვემდებარება შეზღუდვას 2022 წლის 30 ივნისიდან, იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება წარდგენილ იქნა იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში ან მაისში (შეტყობინების წარდგენის წლის მიუხედავად), ხოლო დანარჩენ თვეებში წარდგენილი შეტყობინებების მიმართ შეზღუდვის ვადად
განისაზღვრება იმ თვის ბოლო რიცხვი, რომელ თვეშიც განხორციელდა შეტყობინება. სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს საბითუმო რეალიზაციაზე შეტყობინებას დაქვემდებარებულ სუბიექტებზე ინფორმაციის განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 30 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი                                                                                          ირაკლი ღარიბაშვილი

ქართული