2022 წლის 2 მარტს ააიპ „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ და კომპანია „ორკინი საქართველო“ (www.orkinglobal.com) მართავს ერთობლივ ონლაინ კონფერენციას, თემაზე მავნებლების პრევენცია და კონტროლი(დერატიზაცია-დეზინსექცია). ღონისძიების თანასპონსორია კომპანია „კავკასიის ეკოსისტემა“ (www.cesystem.ge).
ვებინარი დაეთმობა მავნებლის პრევენციისა და კონტროლის პროგრამას (დერატიზაცია-დეზინსექცია) ფარმაცევტული სფეროსთვის, კერძოდ GMP, GHP, GDP სტანდარტებზე და სხვა მიღებულ პრინციპებზე მორგებულ პროგრამას.
ვებინარს წაიყვანს კომპანია „ორკინი საქართველო“-ს მფლობელი და გენერალური მენეჯერი, დარგის ლიცენზირებული სპეციალისტი, ზვიად თვარაძე.
ვებინარი განკუთვნილია ფარმაცევტიკის დარგის კომპანიების წარმომადგენლებისვის, მათ შორის:
- კომპანიის მფლობელი / მმართველი
- გენერალური მენეჯერი
- საცალო მაღაზიის(აფთიაქი), სასაწყობო მეურნეობის და საწარმოს მენეჯერი
- ჰიგიენა-სანიტარიაზე და ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელი პირები
- აუდიტორი, კონსულტატი
დაწყების თარიღი და დრო: 2 მარტი, 20:00 სთ
ხანგრძლივობა: 1 საათი (ვებინარის ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმი)
ვებინარი წარიმართება Zoom-ის მეშვეობით.
დასასწრებად მიჰყევით ბმულს: