ტრენინგი

RP და GDP

 ააიპ „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ აცხადებს მიღებას ტრენინგზე –

RP (პასუხისმგებელი პირი) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა)

ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) თანახმად, საბითუმო რეალიზატორმა უნდა დანიშნოს პასუხისმგებელი პირი (RP), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ კვალიფიკაციას და პირობებს. პასუხისმგებელი პირი იმგვარად უნდა ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რომ უზრუნველყოფილი იქნას საბითუმო რეალიზატორის კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

ტრენინგზე მსმენელები შეძლებენ გაეცნონ და გაათვითცნობიერონ შემდეგი საკითხები:

სანებართვო/ტექნიკური პირობები და GDP სახელძღვანელო

GDP და ადგილობრივი კანონმდებლობის სპეციფიური მოთხოვნები

საბროკერო საქმიანობის განმახორციელებელი პირის თავისებურებები

RP-ის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები

ხარისხის მართვის სისტემის ელემენტები, მათ შორის:

  • მომწოდებლების და მომხმარებლების კვალიფიკაცია
  • იმპორტი
  • ტრანსპორტირება
  • ხარისხის ხელშეკრულებები
  • გარეკონტრაქტირებული აქტივობები

კურსი განკუთვნილია:

პასუხისმგებელი პირებისთვის (Responsible Persons), ხარისხის მენეჯერებისთვის და ძირითად პოზიციებზე მყოფი სხვა პირებისთვის, აგრეთვე აუდიტში ჩართული ან/და აუდიტით დაინტერესებული პირებისთვის

სასწავლო კურსზე დასწრების წინაპირობა:

მსურველი უნდა ფლობდეს ცოდნას GDP სახელმძღვანელოს მოთხოვნების მიმართებით

სწავლების მეთოდები:

  • ინტერაქტიული ლექციები, დისკუსიები, ქეისების განხილვა.

შეფასების კრიტერიუმები:

  • სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა პრეზენტაციის წარდგენა

სასწავლო პროგრამის გრაფიკი:

სწავლების ხანგრძლივობა: 4 დღე, 12  საკონტაქტო საათი.

სასწავლო საათები: 17:00 საათიდან 20:00 საათამდე.

გადახდის პირობები:

ტრენინგის ღირებულებაა 650 ლარი, თითოეული დამსწრე პირისთვის.

კორპორატიული მსმენელებისთვის (ერთი კომპანიიდან 3 და მეტი მსმენელი) ტრენინგის ღირებულებამსმენელზე შეადგენს 480 ლარს.

„საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის“ წევრებისთვის ტრენინგის ღირებულება მსმენელზე შეადგენს 350 ლარს.

გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით, ტრენინგზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად.

ტრენინგზე რეგისტრაცია:

ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, კომპანია, ტელეფონის ნომერი, ტრენინგის დასახელება) შემდეგ ელ.ფოსტაზე:  pharmassociationge@gmail.com

ქართული