„საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ წარმოადგენს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს.
დღევანდელი მდგომარეობით ასოციაცია აერთიანებს 20- მდე იურიდიულ და 2000- მდე ფიზიკურ პირს.
ასოციაციის მიზნებია :
-
წევრთა უფლებების, პროფესიული თავისუფლებისა და ინტერესების დაცვა;
-
ეროვნული ფარმაცევტული მრეწველობის განვთარების ხელშეწყობა;
-
სამკურნალო მცენარეთა დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
-
ფარმაციის დარგის რეფორმებისთვის და წამლის პოლიტიკის სფეროში რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
-
სახელმწიფო სტრუქტურებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
-
საქართველოს ფარმაციის ისტორიის კვლევა;
-
ფარმაცევტული განათლების და სპეციალისტთა დიპლომის შემდგომი სწავლების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
-
კონგრესების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ჩატარება;
-
საქველმოქმედო საქმიანობა, ჰუმანიტარული დახმარების განხორციელება;
-
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფარმაცევტის პროფესიის მნიშვნელობაზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში;
-
მოსახლეობის ინტერესების დაცვა ხარისხიანი, ეფექტური და ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებებით უზრულველყოფის გზით;
-
ფარმაცევტთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა.