ტრენინგი
GDP – გადახრების მართვა და CAPA
გადახრების მართვა და მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები (CAPA) წარმოადგენს ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზატორის ხარისხის სისტემის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს.
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) თანახმად, უნდა ხორციელდებოდეს დამტკიცებული პროცედურებიდან გადახრების დოკუმენტირება და შესწავლა და პროცედურებიდან გადახრების კორექციისა და პრევენციისთვის, რისკის მართვის პრინციპების გათვალისწინებით, გამოიყენებული იქნას შესაბამისი მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები (CAPA).
ტრენინგის მსვლელობისას მსმენელები შეძლებენ:
- ახლებურად შეაფასონ საკუთარი გადახრების მართვის და CAPA-ს სისტემა
- გაათვიცნობიერონ რას წარმოადგენს გადახრების მართვის და დოკუმენტირების კარგი სისტემა
- გაეცნონ, რისკის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ინცინდენტების მართვის პრინციპებს
- გააანალიზონ CAPA-ს მართვის ეტაპები
- შესარულონ პრაქტიკული სამუშაოები
ტრენინგი განკუთვნილია:
ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზატორის პასუხისმგებელი პირებისთვის (RP), ხარისხის მენეჯერებისთვის და ძირითად პოზიციაზე მყოფი სხვა პირებისთვის
ტრენინგზე დასწრების წინაპირობა:
მსურველი უნდა ფლობდეს ცოდნას GDP სახელმძღვანელოს მოთხოვნების მიმართებით
სწავლების მეთოდები:
- ინტერაქტიული ლექციები, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსიები, ქეისების განხილვა.
შეფასების კრიტერიუმები:
- მსმენელი შეფასდება „შემთხვევის შესწავლის“ (case-study) და პრაქტიკული დავალების შესრულების შედეგების საფუძველზე
- დადებითი შეფასების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი
სასწავლო პროგრამის გრაფიკი:
ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 საკონტაქტო საათი.
გადახდის პირობები:
ტრენინგის ღირებულება 650 ლარი, თითოეული დამსწრე პირისთვის.
გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით.
ბანკის დასახელება: სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი“.
ბანკის კოდი BAGAGE22
მიმღების დასახელება: აიპ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია
ანგარიშის ნომერი: GE23BG0000000575135900
ტრენინგზე რეგისტრაცია:
ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად გადადით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/es4R4rhAcuPT3hwf6
დამატებითი ინფორმაცია:
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ. ფოსტა: pharmassociationge@gmail.com
მობ.: +995 511 559 719
