ტრენინგი
GDP დამწყებთათვის – შესავალი და ზოგადი პრინციპები
ააიპ „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ აცხადებს მიღებას ტრენინგზე –
კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა (GDP) დამწყებთათვის – შესავალი და ზოგადი პრინციპები
სამკურნალო საშუალებების სათანადო წესით დისტრიბუცია დამოკიდებულია ადამიანებზე. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ამოცანის შესრულების მიზნით, რომელზეც საბითუმო რეალიზატორი არის პასუხისმგებელი, უნდა არსებობდეს საკმარისი რაოდენობის კომპეტენტური პერსონალი.
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) თანახმად, საბითუმო დისტრიბუციაში დაკავებული პერსონალის თითოეულ წევრს გავლილი უნდა ქონდეს სწავლება კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
მსმენელები შეძლებენ გაეცნონ და გაათვითცნობიერონ შემდეგი საკითხები:
GDP-ის სახელმძღვანელოს და საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნები
GDP სტანდარტის დანერგვის გზამკვლევის გაცნობა
ტემპერატურული რუკის შედგენის პრინციპები (Temperature Mapping)
ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების ჯაჭვის გაცნობიერება
სასაწყობო სივრცეების მოწყობა
ვალიდაცია და კვალიფიკაცია
გადახრების მართვა
CAPA
ცვლილებების მართვა
ტრენინგი განკუთვნილია:
დამწყებთათვის – ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციაში ახლად დასაქმებული ან დასაქმების მსურველი პირებისთვის
ტრენინგზე დასწრების წინაპირობა:
ტრენინგზე დასწრებას წინაპირობა არ აქვს
სწავლების მეთოდები:
- ინტერაქტიული ლექციები, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსიები, ქეისების განხილვა.
შეფასების კრიტერიუმები:
- სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა პრეზენტაციის წარდგენა.
სასწავლო პროგრამის გრაფიკი:
სწავლების ხანგრძლივობა: 4 დღე, 12 საკონტაქტო საათი.
სასწავლო საათები: 17:00 საათიდან 20:00 საათამდე.
გადახდის პირობები:
ტრენინგის ღირებულებაა 450 ლარი, თითოეული დამსწრე პირისთვის.
კორპორატიული მსმენელებისთვის (ერთი კომპანიიდან 3 და მეტი მსმენელი) ტრენინგის ღირებულებამსმენელზე შეადგენს 350 ლარს.
„საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის“ წევრებისთვის ტრენინგის ღირებულება მსმენელზე შეადგენს 250 ლარს.
გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით, ტრენინგზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად.
ტრენინგზე რეგისტრაცია:
ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, კომპანიის დასახელება, ტელეფონის ნომერი, ტრენინგის დასახელება) შემდეგ ელ.ფოსტაზე: pharmassociationge@gmail.com