იურისტი

 

ქართული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00; შაბათი 09:30-16:00

ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოსა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** სასარჩელო დოკუმენტაციის მომზადება;
** სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებები, სარჩელები, საჩივრები, აქტები, დასკვნები, განცხადებები და სხვა, იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება) მომზადება და სისტემატიზაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია მთავარ იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტების (სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, პოლიტიკები, დებულებები ინსტრუქციები, ბრძანებები, ოქმები და სხვა) ფორმირების გამოცდილება;
** სასამართლოში სარჩელის აღძვრის, სასამართლოში წარმომადგენლობის და სასამართლო სხდომებში მონაწილეობის გამოცდილება;
** სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სფეროს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის პრაქტიკული ცოდნა, სააღსრულებო წარმოების, სანოტარო მოქმედებებისა და სერვისების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე საჯარო რეესტრის და შსს მომსახურების სააგენტოს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის პრაქტიკული ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** აუცილებელია მოთხოვნაა ადვოკატთა გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი საერთო სპეციალიზაციით;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, როგორც ვერბალური ასევე წერითი კომუნიკაციის უნარი;
** MS Office პროგრამების გამართულად ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pharmassociation.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება -“იურისტი”. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

“საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია” გისურვებთ წარმატებას!

English