მარკეტინგის მენეჯერი

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00; შაბათი 09:30-16:00

ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის კვლევის წარმოება და ბაზარზე არსებული მოთხოვნების/გამოწვევების შესწავლა, აქტუალური საბაზრო ტენდენციების ანალიზი;
** გამოწვევებისა და შესაძლებლობების დადგენა და ანგარიშგება;
** ბრენდის/პროდუქტების მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა;
** ბრენდის ეფექტური წარმოჩენის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, იდეების შემუშავება;
** გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვებით შესაბამისი ანგარიშგების წარმოება, აქციების დაგეგმვა;
** კომპანიის სტრატეგიული მარკეტინგული გეგმის განხორციელება და კონტროლი;
** სოციალური მედიის და ვებ-გვერდის მენეჯმენტი, განვითარებაზე ზრუნვა;
** კომპანიის PR სტრატეგიის შემუშავება;
** მერჩენდაიზინგის კონცეფციის დაგეგმვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, როგორც ვერბალური ასევე წერითი კომუნიკაციის უნარი;
** MS Office პროგრამების გამართულად ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური და პროექტების მართვის უნარი;
** პრეზენტაციების მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@pharmassociation.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება -“მარკეტინგის მენეჯერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

“საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია” გისურვებთ წარმატებას!

English